განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ

 

American Express-ის მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის პრინციპები

 

  1. მონაცემთა შეგროვება: ჩვენ შევაგროვებთ მხოლოდ აუცილებელ პირად მონაცემებს, კანონიერი და სამართლიანი
  2. გზებით.შეტყობინებები და მონაცემთა დამუშავება: იმ შემთხვევაში, თუ ეს ნათლად  არ ჩანს თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტიდან ან მომსახურებიდან,  ან ჩვენ შორის არსებული ურთიერთობის სტატუსიდან, შეგატყობინებთ, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და American Express -ის ჯგუფის რომელი კომპანიები იქნებიან პასუხისმგებელი მათ დამუშავებაზე. თქვენს პერსონალურ მონაცემებს კეთილსინდისიერად დავამუშავებთ და მხოლოდ იმ მიზნით, რაზეც უკვე მოგახსენეთ, აგრეთვე თქვენ მიერ ნებადართული ან კანონით დაშვებული მიზნებისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ გარკვეული სახის დამუშავებას, რაც კანონით არის დაშვებული.
  3. არჩევანი: მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ შეიტანონ ან ამოიღონ თავიანთი პირადი მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის გამოსაყენებელი სიიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ეს მოიცავს American Express-ის და ჩვენს ბიზნეს-პარტნიორებთან ერთად შექმნილი პროდუქტის და სერვისის შეთავაზებებს. ცხადია, რომ თვითოეული ჩვენი ბიზნესი გააგრძელებს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის გაგზავნას ჩვენი პროდუქტების და სხვადასხვა მომსახურების შესახებ.
  4. მონაცემთა ხარისხი: ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნოლოგიას და მკაფიოდ განსაზღვრულ განვითარებულ  პრაქტიკას თქვენი პერსონალური მონაცემების სწრაფად და ზუსტად დამუშავებისთვის. პერსონალურ მონაცემებს არ ვინახავთ საჭიროზე მეტი ხნით თუ ამას მოქმედი კანონმდებლობა არ მოითხოვს.
  5. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: ჩვენ დავიცავთ თქვენი პერსონალურ მონაცემების კონფიდენციალურობას და ხელმისაწვდომს გავხდით  მათ მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც ეს თავიანთი ბიზნესსაქმიანობისთვის ესაჭიროებათ,   გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ჩვენ ვითვალისწინებთ დარგობრივ სტანდარტებს და ვიყენებთ ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფიზიკური უსაფრთხოების გონივრულ ზომებს, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არასანქცირებული წვდომის, განადგურების, გამოყენების, მოდიფიკაციის ან გამჟღავნებისგან. ჩვენ მოვითხოვთ დარგობრივი სტანდარტით განსაზღვრული მონაცემების უსაფრთხოების ზომების დაცვას იმ მესამე მხარეებისგან, რომლებიც უფლებამოსილი არიან დაამუშავონ თქვენი პერსოალური მონაცემები ჩვენი სახელით.
  6. მონაცემთა გაზიარება: თქვენს პერსოალურ მონაცემებს მხოლოდ იმ  შემთხვევებში ვუზიარებთ მესამე მხარეებს, როდესაც ეს აუცილებელია პროდუქტის ან სერვისის მოსაწოდებლად, ან თუ ეს გათვალისწინებულია ჩვენს შორის ურთიერთობით, ხდება ჩვენ მიერ წინასწარ გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე ან ნებადართულია თქვენ მიერ და უკავშირდება თაღლითური ან დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას, ან დაშვებულია კანონით. 
  7. გახსნილობა და მონაცემთა წვდომა: თუ შეგვეკითხებით, მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და რა უფლებები და საშუალებები გაქვთ ამ პრინციპების  ფარგლებში. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, თუ რა სახის  თქვენი პერსონალური მონაცემები აქვს American Express-ს  და როგორ ამუშავებს მათ. უზრუნველყოფილი იქნებით  წვდომით  თქვენი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობით,  მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ადგილის მიუხედავად. თუ რაიმე მონაცემები არაზუსტი ან არასრულია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების შეცვლა.
  8. საერთაშორისო ტრანსფერი: იმ შემთხვევაში, თუ ეს ცხადი არ არის თქვენ მიერ მოთხოვნილი საერთაშორისო პროდუქციიდან ან მომსახურებიდან ან ჩვენ შორის ურთიერთობის სტატუსიდან, მოგაწვდით ინფორმაციას, თუ მოხდება პერსონალური მონაცემების  გადაგზავნა  თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული მხოლოდ კანონმდებლობით განხორციელდეს. იმის მიუხედავად, თუ სად გაიგზავნება თქვენი პერსონალური მონაცემები, ისინი დაცული იქნება ამ პრინციპებით.
  9. პასუხისმგებლობა: American Express -ის ჯგუფის თითოეულ კომპანიას და მათ თანამშრომლებს შეუძლიათ მხოლოდ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს და შემოწმებებს  ამ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თანამშრომლები, რომლებიც არღვევენ ამ პრინციპებს, ექვემდებარებიან დისციპლინარულ სანქციებს, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით. თანამშრომლებს მოეთხოვებათ ამ პრინციპების  დარღვევის შესახებ მოახსენონ თავიანთ მენეჯერებს ან ადამიანური რესურსების მენეჯერებს, თავიანთი ბიზნესერთეულის შესაბამისობის ოფიცერს, იურიდიულ განყოფილებას, კონფიდენციალურობის დაცვის სამსახურს ან კომპანიის ომბუდსმენს.
  10. ანგარიშვალდებულება: ეს პრინციპები შეგიძლიათ აამოქმედოთ თქვენს ქვეყანაში არსებული American Express-ის ჯგუფის  ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, როგორც ამ პრინციპების  მესამე მხარის სახელშეკრულებო ბენეფიციარი. თუ თქვენი საჩივრის თანახმად, ჩვენ კეთილსინდისიერად ვცადეთ, რომ განგვეხილა და მოგვეგვარებინა საჩივარი მომხმარებელთა მომსახურების პროცესის ან თანამშრომლების საჩივრთა განხილვის პროცესის მეშვეობით, მაგრამ საჩივარი არ არის ჩვენ მიერ დარეგულირებული გონივრული დროის განმავლობაში, შეგიძლიათ აამოქმედოთ ეს პრინციპები ჩვენ წინააღმდეგ. თუ თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ორგანოს მიმართავთ და ეს ორგანო აღმოაჩენს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ეს პრინციპები, ჩვენ გავითვალისწინებთ  მონაცემთა დაცვის ორგანოს დასკვნებს, მაგრამ უფლებას ვიტოვებთ გავასაჩივროთ აღნიშნული დასკვნები. ეს პრინციპები გავლენას არ ახდენს რაიმე სახის უფლებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გაქვთ, მონაცემთა დაცვის ნებისმიერი მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნებზე, ან რაიმე სხვა სახის შეთანხმებაზე, რომელიც ჩვენთან შეიძლება გქონდეთ.
American Express Logo

Offers

We partner with merchants to bring you fantastic offers that we think you'll love.

Trusted Service

American Express begins and ends with service. 

 

Acceptance

Warmly welcomed at thousands of places across the country, globe, and the web.

American Express: Don't live live without it
American Express: Don't do business without it